მთავარიმსოფლიოNASA: კოსმოსში აღბეჭდილი ყველაზე ახლო ხედი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს

NASA: კოსმოსში აღბეჭდილი ყველაზე ახლო ხედი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს

NASA-მ ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის ჯეიმს უების მიერ გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

სურათზე ჩანს კოსმოსში აღბეჭდილი ყველაზე ახლო ხედი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს.

სურათი საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარუდგინა, ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ნასას წარმომადგენელთან ერთად.

გამოსახულება, რომელიც დიდ მანძილსა და დროს ასახავს, კაცობრიობას აქამდე არ უნახავს. სურათის ნაწილზე ჩანს სინათლე, რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა.

“ეს არის ახალი ფანჯარა, რომლიდანაც ჩვენი სამყაროს ისტორიაში გადავდივართ. დღეს ჩვენ ამ ფანჯრიდან პირველად დავინახეთ შუქი. ეს სინათლეა სხვა სამყაროებიდან, რომლებიც ბრუნავს ვარსკვლავების გარშემო ჩვენი სამყაროს მიღმა, ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც ეს აღმოვაჩინე”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპი (JWST), რომლის ღირებულებაც 10 მილიარდი დოლარია, გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა. ის ცნობილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრედ ითვლება.

ამ ტელესკოპით შესაძლებელია ცაზე დაკვირვება, თუმცა განსხვავებული კუთხით.

ტელესკოპით ჩანს ის პირველი ვარსკვლავები, რომლებიც სამყაროში ანათებდნენ 13,5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ; ასევე შესაძლებელია შორეული პლანეტების გამოკვლევა.

პირველ ფოტოს მოჰყვება კიდევ ოთხი კადრი, რომლებიც გალაქტიკის სილამაზეს ასახავს. საზოგადოებას შეუძლია ნახოს, რა ხდება  მზის სისტემის გარეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend