მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის ყოფილ პრემიერს შინძო აბეს დღეს დაკრძალევენ

იაპონიის ყოფილ პრემიერს შინძო აბეს დღეს დაკრძალევენ

იაპონიის ყოფილ პრემიერს შინძო აბეს დღეს, 12 ივლისს ტრადიციული იაპონური ცერემონიის ჩატარების შემდეგ დაკრძალავენ.

ყოფილი პრემიერი ქალაქ ნარაში ზედა პალატის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნეს და მოკლეს.

გუშინ მოწვეული სტუმრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ ტოკიოს ტაძარში, რათა სამძიმარი გამოეხატათ. მათ ლოცვა აღავლინეს მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად.

შინძო აბეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხანგრძლივი ვადით ეკავა.

პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა 2007 წელს დატოვა.

პრემიერის თანამდებობა მეორე ვადით 2012 წელს დაიკავა, თუმცა  2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, თანამდებობიდან ისევ წასულიყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend