მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას 6 სექტემბრამდე შეძლებს.

კონსერვატიული პარტიის ლიდერების შეთანხმებული დღის წესრიგით, 1 სექტემბრისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება ქვეყნის ახალი პრემიერ- მინისტრი.

კენჭისყრა ოთხშაბათს იწყება. პრემიერ-მინისტრობის 11 კანდიდატს 20 დეპუტატი დაუჭერს მხარს. მათ უნდა აირჩიონ ორი კანდიდატი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი კონსერვატიული პარტიის ძირითადი წევრები მიიღებენ. ბორის ჯონსონი არ ამხელს, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური ფუნქცია ამ სიტუაციაში მანდატის გაგრძელებაა. და მე ამას ვაპირებ“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გასულ კვირას ბორის ჯონსონი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

ცნობილია, რომ  რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა  ჯონსონის პირად და პროფესიულ საქციელთან დაკავშირებული სკანდალების გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend