მთავარიმსოფლიო„უბერი“ შრომის კანონის შემსუბუქებას პოლიტიკოსების დახმარებით ცდილობდა

„უბერი“ შრომის კანონის შემსუბუქებას პოლიტიკოსების დახმარებით ცდილობდა

კომპანია „უბერის“ კონფიდენციალური დოკუმენტების გასაჯაროებამ, აჩვენა თუ კომპანია როგორ ცდილობდა შრომის კანონის შემსუბუქებას წამყვანი პოლიტიკოსების დახმარებით.

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული „უბერ დოკუმენტები“ 124,000 დოუკუმენტს და ხუთწლიან პერიოდს მოიცავს, როდესაც კომპანიას მისი თანადამფუძნებელი ტრევის კალანიკი მართავდა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ლობირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 90-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა. კომპანია ევროპის მასშტაბით წამყვან პოლიტიკოსებთან დაახლოებას ცდილობდა, რომ მათ დასაქმებასთან დაკავშირებული რეგულაციები შეემსუბუქებინათ.

„უბერის“ ერთ-ერთი სამიზნე საფრანგეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ამჟამად კი ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა „უბერი“ საფრანგეთში აკრძალული იყო.

ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა „უბერის“ ქვეყანაში შემოსვლას განვითარების წყაროდ მიიჩნევდა, რადგან კომპანია ახალ სამუშაო ადგილებს ჰქმნიდა. თუმცა, ტაქსის მძღოლები კომპანიის წინააღმდეგ ხშირად აწყობდნენ საპროტესტო აქციებს, მათ შორის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც. მათვის „უბერის“ ბიზნესმოდელი დაუცველობასთან ასოცირდებოდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ მისი აგრესიული პოლიტიკა შეიცვალა და დღეს განსხვავებული სახით, ახალი ღირებულებებით არის წარმოდგენილი ბაზარზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend