მთავარიევროპაუკრაინაქალაქ ჩასივ-იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ქალაქ ჩასივ-იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ-იარში სასწრაფო დახმარების თანამშრომლები კვლავ ეძებენ გადარჩენილებს იმ შენობის ნანგრევებში, რომელზეც გუშინ 10 ივლისს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

დაბომბვას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 კი დაკარგულად ითვლება.

ათობით უკრაინელი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ეხმარება. ისინი ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებში მიმდებარე ქარხნებში მუშაობენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოთოეული ადამიანი, რომელიც გასცემს თავდასხმის ბრძანებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაისჯება.

რუსეთი ამბობს, რომ აწარმოებს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინის დემილიტარიზაციისთვის. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს განზრახ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე.

უკრაინის მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ რეგიონის ქალაქი ხერსონი დაეტოვებინათ. რადგან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იქ კონტრშეტევას ამზადებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend