მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში ეყოლება

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში ეყოლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ გუშინ 7 ივლისს განაცხადა. ის ასევე ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.

ბორის ჯონსონი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ბორის ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა. მათ აღარ სურდათ ჯონსონის მთავრობაში მუშაობა.

პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში უკვე მოიხადა.

ანალიტიკოს ჯონ კამპფნერის აზრით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ბორის ჯონსონის გარდაუვალმა წასვლამ შესაძლოა, შეამციროს პოსტ-ბრექსიტის დაძაბულობა ევროპულ ქვეყნებთან.

,,ევროკავშირი მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, მისი მემკვიდრეც ისეთივე მკაცრი იყოს ევროპასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ”, – ამბობს  კამპფნერი და ამატებს, რომ ჯონსონის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, სავარაუდოდ, გაგრძელდება და ვინც პრემიერ-მინისტრობის თანამდებობას გადაიბარებს შეინარჩუნებს ამ პოზიციას”.

ახლა დიდ ბრიტანეთში მთავარი კითხვა უკავშირდება,იმას თუ ვინ დაიკავებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიდ თანამდებობას, როდესაც ბორის ჯონსონი დაკავებულ პოზიციას დატოვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend