საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი პირი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კოვიდ-19 დაუდასტურდა 2570 ადამიანს, წინა კვირაში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 1056 იყო. ეს ოფიციალური მონაცემებია, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ინფიცირებული.
ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ისაუბრა