ორი კვირა გავიდა, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა მხარეებს შორის ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე.
ვიდრე საქართველოში რეკომენდაციების შესრულების გეგმებზე საუბრობენ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდა.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში შორენა ლორთქიფანიძე – საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი საუბრობს