მთავარიევროპაუკრაინალუჰანსკის ოლქის სრულად დაკავების შემდეგ, რუსული მხარე დონეცკის რეგიონს ბომბავს

ლუჰანსკის ოლქის სრულად დაკავების შემდეგ, რუსული მხარე დონეცკის რეგიონს ბომბავს

დონეცკის გუბერნატორი მოსახლეობას რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან რუსი სამხედროები მას განუწყვეტლივ ბომბავენ, მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის შეტევის გამო დონბასიდან გაქცევას ჩქარობენ.

„რეგიონში დაახლოებით 350 000 მოქალაქე რჩება. აქ ადრე მილიონ 600 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ჩემს მთავარ მიზანზე ვისაუბრებ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან და ამჯერად ვიქნები უფრო მკაცრი: ჩემთვის მთავარია მათი სიცოცხლე და მოვუწოდებ მათ, რომ დატოვონ რეგიონი“, – განაცხადა დონეცკის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ.

გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში  შეჭრის შემდეგ 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი.

ხუთ მილიონზე მეტი გაემგზავრა მეზობელ ქვეყნებში, ხოლო შვიდი მილიონი კვლავ იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend