მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს

ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს

დიდ ბრიტანეთში მთავრობის ორი წევრი გადადგა. ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების განცხადებით, მათ ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა დაკარგეს.

ორი მინისტრის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე პარტიული თანამდებობა დატოვა ჯონსონის კონსერვატიული პარტიის წევრმა კრის პინჩერმაც.

მას ადანაშაულებენ, რომ კონსერვატორთა დახურულ კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მამაკაცებს სექსუალურად ავიწროებდა.

ეს უახლესი სკანდალია, რომელიც თავს დაატყდა ბორის ჯონსონს. იგი გასულ თვეს ძლივს გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას.

როგორც ცნობილია, ბორის ჯონსონს კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და დააჯარიმეს იმის გამო, რომ იგი წვეულებას ესწრებოდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მოქმედებდა.

COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს კი სწორედ მისი მთავრობა აწესებდა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობას განათლების მინისტრი ნადიმ ზაჰავი დაიკავებს. დიდ ბრიტანეთში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend