მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალის კონტროლირებად ლისიჩანსკში ათიათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

რუსული ძალის კონტროლირებად ლისიჩანსკში ათიათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

ლისიჩანსკი ლუჰანსკის რეგიონში  ბოლო ქალაქია, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ მძიმე შეტაკებების შემდეგ თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ, ლისიჩანსკში პოზიციები დაეტოვებინათ. ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით  10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა  დარჩენილი.

ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებადი ლისიჩანსკის გარეუბანში უკან დაბრუნებული უკრაინელი სამხედროები დაღლილები და იმედგაცრუებული არიან, რადგან მათ ისევ მოძველებული იარაღით უწევდათ ბრძოლა.

უკრაინის მოკავშირეები დაჰპირდნენ ომში მყოფ ქვეყანას, რომ თანამედროვე იარაღს მიაწვდიდნენ, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში შვედეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა. მაგდალენა ანდერსონმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

მისი თქმით,  როდესაც შვედეთი ნატოს წევრი გახდება, იგი მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას, რომ ალიანსში უფრო მეტი ქვეყანა მიიღონ.

რამდენიმე დღის წინ შვედეთმა, ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ნატოში გაწევრების თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend