მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ავიაკომპანიების თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ევროპის ქვეყნებში ავიაკომპანიების თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ევროპის ქვეყნების აეროპორტებში კვლავ ქაოსია. რამდენიმე ავაიკომპანიის თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

სკანდინავიურ ავაიკომპანია SAS-ში ფინანსური კრიზისია. რვათვიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, პილოტები კვლავ გაფიცული არიან. მათი შემოსავლები 30-%-ით შემცირდა.

ფრენები ამ შაბათ-კვირას გააუქმეს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა „იზიჯეტმა“ და „რაინ-ეარმაც“.

ამ კომპანიების თანამშრომლებმა ესპანეთიდან ავაირეისების შესრულებაზე უარი თქვეს.  „იზიჯეტის“ ბორტგამცილებლები ითხოვენ, რომ მათი სამუშაო პირობები და ხელფასები ევროპის სხვა ქვეყნებში მომსახურე კოლეგების შემოსავალს შეესაბამებოდეს.

ისინი მომდევნო დღეებშიც გაფიცულები იქნებიან.

საფრანგეთში Air France-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენების შეფერხების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების ზრდას ითხოვენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესება გასულ კვირას მეხანძრეებმაც მოითხოვეს.

რაინეარის-ის თანამშრომლები ბელგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში 25 ივნისიდან არიან გაფიცულები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend