მთავარი გადაცემები კუბი აშშ-ში ომიკრონის ქვეშტამებისთვის ვაქცინა შესაძლოა შემოდგომისთვის მზად იყოს

აშშ-ში ომიკრონის ქვეშტამებისთვის ვაქცინა შესაძლოა შემოდგომისთვის მზად იყოს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინების მწარმოებლებმა უნდა განაახლონ შემოდგომისთვის კოვიდ-19-ის ბუსტერ დოზები, რათა შეეწინაღმდეგონ ომიკრონის ბოლო ქვეშტამებს.

თუმცა ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს ურთულდებათ მუშაობა, რადგან ერთი შტამი მეორეს ძალიან სწრაფად ანაცვლებს.

„ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ თავდაპირველად შეიმუშავეს ვაქცინები, რომელიც მიმართული იყო ომიკრონის ქვეშტამ BA.1-ზე, თუმცა BA.1-ის ჩანაცვლება თანდანთაობით დაიწყო ომიკრონის ორმა ქვეშტამმა – BA.4 და BA.5.

„ფაიზერის” მონაცემებით, განახლებული ბუსტერები, რომელიც BA.1-თვის შეიქმნა არასაკმარისად კარგად მუშაობს BA.4-სა და BA.5-ის წინააღმდეგ, თუმცა იმუნური პასუხი კვლავ ძლიერი რჩება.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში მომატებულია კორონავირუსის შემთხვევები, რომელთაგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით,  უმეტესობა ომიკრონის ქვეშტამი BA.4 და BA.5-ია.

კოვიდინფიცირების პრევენციისათვის, რეკომენდაციებს შორის, უმთავრეს რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია და განსაკუთრებით კი ბუსტერ დოზა რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

ომიკრონიომიკრონი

Send this to a friend