ჩიკაგოს გარეუბანში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
22 წლის ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის დაშორებით, ჰაილენდ-პარკში დააკავეს. პოლიციამ გამოაქვეყნა მეორე ეჭვმიტანილის რობერტ კრიმოს ფოტო. მას ჯერ კიდევ ეძებენ.
აღლუმის დროს შეიარაღებულმა მამაკაცმა სახურავიდან გახსნა ცეცხლი. იქ ასეულობით ადამიანი იმყოფებოდა. ყველა შეშინებული იყო. ინცინდენტის შემდეგ აღლუმი გაუქმდა, ხოლო ღონისძიებაზე მისულ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს
ყველა, ვინც აღლუმზე სროლის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.