მთავარისაქართველოსილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, ბილბორდი და დიზერი შეუერთდნენ

სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, ბილბორდი და დიზერი შეუერთდნენ

ეს საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრი გახლავთ (Southampton Arts Center)… ეს საზოგადოება კი – რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი  მიზეზით შეიკრიბა ნიუ-იორკში.

2 ივლისს  წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა და ლეგენდარულმა ამერიკულმა მუსიკალურმა ბრენდმა ბილბორდმა,  „ბილბორდ საქართველო“ დააარსეს და ეს თანამშრომლობა ხელშეკრულებით განამტკიცეს.

ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას სილქნეტსა და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმა “დიზერს” შორის  და ამიერიდან ეს პლატფორმა  სილქნეტის მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული პირობებით იქნება ხელმისაწვდომი.

მსოფლიოს ამ ორ მუსიკალურ გიგანტთან თანამშრომლობა, სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას გაამდიდრებს და შესაძლებლობას მისცემს, სრულიად განსაკუთრებული კონტენტი შესთავაზოს მუსიკის მოყვარულებს საქართველოში.

სწორედ ამისათვის შეიკრიბნენ ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლები ნიუ-იორკში… და კიდევ იმიტომ, რომ ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებებითა და კონტრაქტებით, 2 ივლისს ნიუ-იორკში, საუთჰემპტონში,  სილქნეტის მასპინძლობით აღენიშნათ, საქართველოსა და ამერიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი.

იმ ლამაზ ნიუ-იორკულ საღამოს, ჰემპტონის ჯაზის ფესტივალთან (Hamptons Jazz Festival) თანამშრომლობაც შედგა.  წინანდლის ფონდის და მისი სპონსორის, კომპანია სილქნეტის, მხარდაჭერით საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამედროვე ჯაზის ლეგენდა ვინტონ მარსალისი და ორკესტრი Jazz at Lincoln Center Orchestra.

 „ჩვენთვის  ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. მინდა აღვნიშნო, რომ აქ სამი მნიშვნელოვანი ჯგუფი გადაიკვეთა –  „საუთჰემპტონ ჯაზი“, რომელთან ერთდაც ამ საღამოს დავუკრავ,   უკვე ისტორიული „წინანდლის ფონდი და ფესტივალი“ –  „სილქროუდ ჯგუფი“ და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მემკვიდრეობის ფონდი. ამ სამი სახელის ხსენება, უკვე საკმარისია რომ დავფიქრდეთ და საქმეს შევუდგეთ.

 ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. და ჩვენი მუსიკა ბრწყინვალე  დიმპლომატიური საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ხალხი ერთმანეთთან დაკაავშიროს და იმ საუკეთესო მიზნის სამსახურში გააერთიანოს, რომელსაც დემოკრატია ჰქვია“, – ამბობს მუსიკოსი ვინტონ მარსალისი.

 

სილკნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილის თქმით, კომპანიის მიზანია, საქართველოში წარმოადგინოს მსოფლიო დონის მუსიკალური და გასართობი კონტენტი და პირველმა გააცნოს საზოგადოებას მუსიკალური ინდუსტრიის ყველა სიახლე. ეს სიახლეეები განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის იქნება საინტერესო, რადგან მათთვის ყოველთვის მიმზიდველია ასეთი სიახლეები.

გიორგი რამიშვილის თქმით,  ბილბორდ საქართველოსთან და Deezer-თან პარტნიორობა ერთგვარი ხიდია ამერიკულ და ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიებს შორის, რაც ქართველ მუსიკოსებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი შემოქმედება.

 „…და ამ ყველაფრის გამო, ეს სრულიად გამორჩეული დღეა ჩემთვის, ამიტომ მსურს მადლობა მოგახსენოთ ყველას,   ვინტონ მარსალისს, იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით დგას ბოლო 30 წელია, ამის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ. დატკბით ამ შესანიშნავი საღამოთი, დატკბით  ჯაზის ლეგენდის მუსიკით, მიირთვით ღვინო, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც აქ ჩამოვიტანე რათა,  საქართველოს სურნელი გეგრძნოთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ…“ , – ამბობს სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.

ბილბორდი გლობალური მუსიკალური ბრენდია, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს შემსრულებლებს და მსმენელებს შორის. ბილბორდი ასევე მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური  ჟურნალიც არის, რომელიც უპირობო ლიდერია მუსიკალური ტრენდებისა და ინდუსტრიის განმსაზღვრელი ჩარტების წარმოებაში, ანუ საუკეთესო და ყველაზე პოპულარული მუსიკოსების გამოვლენაში.

დიზერი კი, მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგაპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, 90,000,000 -სზე მეტ აუდიოკატალოგს სთავაზობს 180-ზე მეტ ქვეყანაში.

საუფტჰემპტონში გამართულ მიღებას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ზანკალიანი. მან ამ საღამოს მნიშვნელობა, სწორედ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით შეაფასა.

„როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლსითავზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავრი ქვაკუთხედი და განზომილება არის კულტურული ურთიერთობა, ჩვენს ხალხს შორის კავშირი, ამიტომ მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ამ პარტნიორობისა და ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერებას“, – ამბობს საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ზანკალიანი.

დაუვიწყარი საღამო ნიუ-იორკში და დიდი მუსიკალური შეთანხმებები…  იმ საღამოს,  საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრში, საქართველოსა და ამერიკის დიდი მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend