მთავარისპორტისაქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ესპანეთი 82:76 ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ესპანეთი 82:76 ანგარიშით დაამარცხა

დღეს, 4 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი.

თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს ნაკრებმა მოიგო.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო.

ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

საბოლოოდ კი, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend