საქართველოში პროფესიული განათლება ყველა ქალისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ამას კვლევებიც ადასტურებს. ამ პრობლემაზეა საუბარი პარლამენტის გენდერული თანასწორობის ანგარიშშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ პოლიტიკის შემქმნელებს გენდერულ ჭრილში არ აქვთ გაანალიზებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში არსებული დაბრკოლებები.
ანგარიშის თანახმად, პროფესიების გენდერული დაყოფა, ანუ ე.წ. ქალთა და მამაკაცთა პროფესიები, ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ისაუბრა ელენე რუსეცკაიამ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენდერისა და სოციალური ინკლუზიის სპეციალისტმა