მთავარიმსოფლიოNATONato-ს წევრი ქვეყნები ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

Nato-ს წევრი ქვეყნები ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

ნატოს სამიტზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში მადრიდში მიმდინარეობდა, შეთანხმდნენ, რომ ალიანსში მიიწვიონ ფინეთი და შვედეთი, ასევე ისაუბრეს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე და მიიღეს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ აშშ კვლავ მზად არის, პარტნიორებს სამხედრო არსენალით დაეხმაროს.

,,აშშ აკეთებს იმას, რასაც მე დაგპირდით, რომ გააკეთებდა პუტინის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ჩვენ განვათავსებთ უფრო მეტ გემს, ვიდრე აქ, ესპანეთშია. აღარ დავაყენებთ საჰაერო თავდაცვას იტალიასა და გერმანიაში, უფრო მეტ F-35-ს გავგზავნით გაერთიანებულ სამეფოში და გავაძლიერებთ ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგს, არმიის მე-5 კორპუსის ახალ მუდმივ შტაბს პოლონეთში”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ორ ნეიტრალურ ქვეყანას, შვედეთსა და ფინეთს, ერთი ნაბიჯი აკლია ნატოში გაწევრებამდე.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფინეთი და შვედეთი გახდებიან ალიანსის წევრები, ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. რა თქმა უნდა, ასევე მზად ვართ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ფინეთისა და შვედეთის გასაძლიერებლად“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურ მდივანმა იენს სტოლნტერბერგმა.

სამიტზე ასევე განისაზღვრა სტრატეგიული მიზნები ჩრდილოეთ აფრიკის გავლით არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით.

რუსეთისთვის კი ეს სამიტი წარმოადგენს დაბრუნებას წარსულში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ აკრიტიკებს ევროპის ლიდერებს მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

„რკინის ფარდასთან დაკავშირებით, ვეთანხმები ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ის უკვე ეშვება, პროცესი დაწყებულია. დასავლეთის ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამ ფარდის ქვეშ არ მოყვნენ“ – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთსა და უკრაინას შორის რამდენიმე დიპლომატიური არხია გახსნილი,  უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთი მათგანი გამოიყენა და ინდონეზიის პრეზიდენტის ხელით პუტინის წერილი გაუგზავნა.

თუმცა, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებამდე  ჯერ კიდევ დიდი გზაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend