უკრაინის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ დონეცკის ქალაქ ლისიჩანსკში უკიდურესად რთული ვითარებაა.
ლისიჩანსკს კვლავ ბომბავენ რუსი სამხედროები, ამიტომ მშვიდობიანი მოსახლეობა ვერ ტოვებს ქალაქს. დასახლება სივერსკში, რომელიც ლისიჩანსკთან ახლოს მდებარეობს, შენობები და გზებია განადგურებული. ადგილობრივები ფეხით მიდიან, რომ სასმელი წყალი ნახევრადდანგრეულ სახლებში მიიტანონ.
ორგანიზაციის „ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინისთვის“ წარმომადგენლის ოსნატ ლუბრანის თქმით, დღეს უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება: წყალი, საკვები, ჯანდაცვის სერვისები, სახლ-კარი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც სნატ ლუბრანი ამბობს, ამ ყველაფერს ახლა გაერო იკვლევს.
მეორე მხრივ, კიევში კარგი ამბავიცაა. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით განდევნეს რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან, რომელიც მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო უკრაინის ტერიტორიაზე საზღვაო თავდასხმებისთვის, მათ შორის ზღვისპირა ქალაქ ოდესაზე. თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ მათ თავიანთი სურვილით დაიხიეს უკან კუნძულიდან.
დონბასში მიმდინარე პროცესებს სასურველი შედეგი მოაქვს ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც თანდათან წინ მიიწევს, რაც მისმა მართულმა სეპარატისმა მარიონეტებმა წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს.
ჯერჯერობით არავინ იცის, კიდევ რა გეგმა აქვს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში.