მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისთვის ემზადება. პირველი ნაბიჯების განსახილველად გუშინ, 30 ივნისს პრაღას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია.

ევროპელმა ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ფართო ევროპული პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებში დემოკრატიულად განწყობილი ყველა ევროპული ქვეყნისთვის შეიქნება პლატფორმა შეხვედრებისთვის.

პრეზიდენტობის ექვსთვიანი ვადის პერიოდში ჩეხეთის რესპუბლიკა ეცდება, გააღრმაოს თანამშრომლობა თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს საკითხი წლის პირველ ნახევარში საფრანგეთმა უკვე წამოსწია.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტობის ვადაში, ოქტომბრის თვეში, პრაღაში გაიმართება ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა.  შეხვედრის დროს მათ ასევე ისაუბრეს ფართო ევროპული პროექტის შესახებ და გადაწყვიტეს, რომ ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე ევროპული ქვეყნისთვის შეიქმნას პლატფორმა შეხვედრებისთვის.

მადრიდში მიმდინარე სამიტის დროს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ესტაფეტა გადასცა ჩეხეთის ლიდერებს. ნათელია, რომ ჩეხეთს მემკვიდრეობით უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება ერგო.

ეს ეკონომიკური თუ ტერიტორიული თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი. ახლა ჩეხეთს, რომელიც პრეზიდენტი ქვეყანაა, გამოსავლის მოძიება მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend