მთავარიევროპაუკრაინა„ამნესტი ინტერნეიშენალიმა“ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა სამხედრო დანაშაულად შეაფასა

„ამნესტი ინტერნეიშენალიმა“ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა სამხედრო დანაშაულად შეაფასა

ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას აშკარა სამხედრო დანაშაულად აფასებს.

მარტში მომხდარმა თავდასხმამ მსოფლიოს შეშფოთება გამოიწვია. დაბომბვისას თეატრის შენობაში, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

თეატრის ტერიტორია მონიშნული იყო, შესასვლელში კი ეწერა „ბავშვები“.

თავდასხმასთან დაკავშირებით „ამნესტი ინტერნეიშენალიმა“ ანგარიში გამოაქვეყნა.

„უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ თეატრში სამოქალაქო პირები იყვნენ. თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე შენობაში ჰუმანიტარული ცენტრი იყო გახსნილი. აქ სულ მცირე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი თავიანთი სახლებიდან განუწყვეტელი დაბომბვის გამო გამოიქცნენ და თეატრის შენობას შეაფარეს თავი. ამ ადგილიდან გადიოდნენ იმ უკრაინელებით სავსე კოლონები, რომლებიც ქალაქიდან გაქცევას ცდილობდნენ. ზედაპირული მონიტორინგითაც კი აშკარა იყო, რომ ეს სამოქალაქო ობიექტი იყო და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის“, – განაცხადა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელმა ჯოან მარინერმა.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მოიერიშე თვითმფრინავით თეატრის შენობაში ჩამოაგდეს ორი ბომბი, რომელთა წონა დაახლოებით 500 კილოგრამია.

გამომძიებლებმა 12 ცხედარი ამოიცნეს, თუმცა დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend