ნატოს ლიდერები მადრიდში მიმდინარე სამიტის ბოლო დღეს განსატვირთად პრადოს მუზეუმს ეწვივნენ. ალიანსი დამატებით 2 წევრით ფართოვდება. მათ ფორმალურად უკვე მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი. ამით კი დაიწყო ნატოს სამხედრო მისიის მნიშვნელოვანი გარდაქმნა.
ნატოს ლიდერებმა მიიღეს სამხედრო ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარე შეთანხმება 2010 წლიდან მოქმედებდა, თუმცა ახალი შეთანხმება მისგან საკმაოდ განსხვავებულია.
ახლა მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ნატოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას რუსეთი წარმოადგენს.
ნატო უკრაინას ჰპირდება, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისთვის იგი აძლიერებს აღმოსავლეთ ფლანგს და გარდაქმნის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. შეერთებული შტატებიც მზადაა, გაზარდოს თავისი სამხედრო კონტიგენტი ევროპაში.
შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის ლიდერები განიხილავენ ნატოს ახალ სკანდინავიურ სახეს.
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ამბობს, რომ ფინეთი განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში უახლოვდებოდა და აღრმავებდა ნატოსთან პარტნიორობას და ორმხრივ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან.
რუსეთის ქმედებები სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო, თუმცა ლიდერები სხვა საკითხებსაც შეეხნენ.
მაგალითად, როგორც თავად უწოდებენ, სისტემურ გამოწვევას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მომდინარეობს. ნატო გაფართოებისთვის ემზადება, და აძლიერებს კავშირს ნატოს არაწევრ ქვეყნებთან.