სუპერვარსკვლავსა და რეპერს R.KELLY-ს სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგისა და გამოძალვის ბრალდებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
55 წლის რეპერი, ცხრა თვის წინ გაასამართლეს მოზარდებსა და ქალებზე ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის. დანაშაულის ჩადენისას ის ხშირად იყენებდა საკუთარ სტატუსს.
“ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა არ.კელის ყველა მსხვერპლისა და განსაკუთრებით იმ გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც ასე გაბედულად ჰყვებოდნენ იმ საშინელი და სადისტური ძალადობის შესახებ, რომელიც მათ გადაიტანეს. არ.კელი ნამდვილი მტაცებელია”, – მიიჩნევს ნიუ-იორკის აღმოსავლეთი ოლქის ადვოკატი ბრეონ პისი.
“ეს ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო. 14 წლის ვიყავი, როცა რობერტ სილვესტერ კელის შევხვდი. ამ მომენტამდე ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, როცა დავიჯერებდი, რომ სასამართლო სისტემა ფერადკანიანი გოგონების გვერდით დადგებოდა”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული იოვანტე კანინგემი.
ნიუ-იორკში მიაჩნიათ, რომ R.KELLY-ს სასამართლო პროცესი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია #MeToo მოძრაობისთვის: ეს იყო პირველი დიდი სასამართლო პროცესი, რომელზეც სექსუალურ ძალადობას განიხილავდნენ და რომელზეც ბრალდებულთა უმრავლესობა ფერადკანიანი ქალი იყო.
კელის ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ და ეცდებიან, რ. კელის სასჯელის ვადა შეუმცირონ.