ექსპერტებმა ისაუბრეს იმ სავარაუდო სცენარებზე, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
„საქართველოს ევროპული ფორუმის“ წარმომადგენლებმა ექსპერტების მიერ შემუშავებული სცენარები განიხილეს, რომლებიც შეიცავს ყველაზე საუკეთესო, უარეს და საშუალო მოვლენათა განვითარებას – რაც შეიძლება საქართველოში მოხდეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი.
ინტერვიუ “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორთან, ლევან ცუცქირიძესთან.