მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის ტერაქტზე პასუხისმგებელ სალაჰ აბდესლამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარიზის ტერაქტზე პასუხისმგებელ სალაჰ აბდესლამს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ყველაზე დიდი  ტერაქტში მოხდა. საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის მასშტაბური ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილი 20 პირიდან სასამართლომ 19 დამნაშავედ ცნო. მათ შორის არის ერთადერთი გადარჩენილი ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრი სალაჰ აბდესლამი, რომელმაც კოორდინირებული თავდასხმები განახორციელა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით ყველაზე მკაცრი სასჯელია.

აბდესლამის გარდა, 18 ბრალდებულიდან ექვსს, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულად ან დაღუპულად ითვლებიან,  მიესაჯათ ტერორიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა მუხლი, ხოლო ერთი გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით.

გადარჩენილები და მსხვერპლთა ოჯახის წევრები გადაჭედილი სასამართლო დარბაზიდან დაბნეულები და დაქანცულები გამოვიდნენ. ეს იყო  ცხრათვიანი მტანჯველი სასამართლო პროცესი, რომელსაც სამართლიანობა უნდა აღედგინა.

საფრანგეთში 2015 წელს ბარებში, რესტორნებში, ფეხბურთის ეროვნულ სტადიონსა და ბატაკლანის მუსიკალურ მოედანზე ტერორისტული თავდასხმების შედეგად  130 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

ეს საფრანგეთში ყველაზე საშინელი თავდასხმა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend