მთავარიკუბიგაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიში წარადგინა

გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ანგარიში წარადგინა

გაეროს მონიტორინგის მისიამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 15 მაისის ჩათვლით, სამოქალაქო პირებს შორის 3 924 სიკვდილის და 4, 444 დაჭრის ფაქტი დააფიქსირა. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და წარმოდგენილია მონაცემები, რომელთა გადამოწმებაც მონიტორინგმა სრულყოფილად შეძლო.

გაეროს მისიის ცნობით, საუბარია მანქანებში იმ მოქალაქეების ჩაცხრილვაზე, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და ასევე იმ პირებზე, რომლებიც რუს სამხედროებს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებად მიიჩნიეს.

გარდა ამისა, გაერომ მიიღო ინფორმაცია 108 სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელთაგან კომისიამ 23 შემთხვევის დამტკიცება შეძლო. მათ შორის იყო ჯგუფური გაუპატიურება, წამება, საჯაროდ გაშიშვლების იძულება და სექსუალური ძალადობის მუქარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend