მთავარი ამერიკა აშშ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა აშშ-ის საელჩომ საქართველოში დღესასწაულის აღნიშვნა 30 ივნისს დაიწყო.

ამერიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებას პოლიტიკოსები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

მისი თქმით, ამერიკა ნათელი მაგალითია იმისა, რომ დემოკრატიის მშენებლობა არასდროს სრულდება და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივად გრძელდება.

კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მეგობრობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend