მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშრობის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშრობის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ უკრაინელების ხსოვნას, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაიღუპნენ.

სხდომა კიევის მოთხოვნით მოიწვიეს, რათა განეხილათ რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრზე ქალაქ კრემენჩუკში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ტერორიზმში დაადანაშაულა და საბჭოდან მისი გარიცხვა მოითხოვა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანა მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს,  ეს ტერორისტულ აქტად ფასდება და ასეთ ორგანიზაციას მთელი კაცობრიობის მტრად გამოაცხადებენ ხოლმე.

შესაბამისად, თუ კონკრეტული დამნაშავეები და ორგანიზაციები ისჯებიან, ზელენსკის მიაჩნია, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის ქვეყანაც,  რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა.

რუსეთი არ აღიარებს, რომ იგი მიზანმიმართულად ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

დმიტრი პოლიანსკი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში, ამბობს, რომ პირდაპირ  სავაჭრო ცენტრზე არ მომხდარა თავდასხმა. მისი თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები იყენებენ მაღალი სიზუსტის იარაღს. მათ კრემენჩუკთან ახლოს მიიტანეს იერიში  ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ანგარებაზე,  სადაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი იარაღი ინახებოდა.

მოგვიანებით, ზელენსკის ბრძანებით, გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული სარაკეტო იერიშის ამსახველი კადრები.

სარაკეტო თავდასხმას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  59 კი დაშავდა. კრემლში აცხადებენ, რომ ომი, რომელსაც თავად მოსკოვი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, შესაძლებელია, დღესვე დასრულდეს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend