მთავარიმსოფლიოNATOთურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებას მხარს უჭერს

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებას მხარს უჭერს

ნატოს სამიტის ფარგლებში მადრიდის სამეფო სასახლემ ნატოს ლიდერებს უმასპინძლა. გარდა ამისა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ისინი უკრაინაში მიმდინარე ომსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

,,ეს იქნება ნატოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში. ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, უფრო მეტ მობილიზებაზე, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფასა და წინასწარ განსაზღვრულ აღჭურვილობაზე. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე, რათა უკრაინელებმა შეძლონ თავდაცვა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან უკრაინა ახლა იმ სისასტიკის წინაშე დგას, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს“, – განაცხადა  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი უკვე მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრებას.

მემორანდუმი მოიცავს 11 პუნქტს, რომელთაგან ერთ-ერთი შვედეთსა და ფინეთს ავალდებულებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება კიდევ უფრო გააბრაზებს კრემლს, რომელიც ნატოს არა თავდაცვით ორგანიზაციას, არამედ აგრესორს უწოდებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend