მთავარიევროპაშოტლანდიაშოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი გაიმართება

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი გაიმართება

უკვე ცნობილია თარიღი, თუ როდის გაიმართება მორიგი რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა რეგიონულ პარლამენტს წარუდგინა ის ფორმულა და პირობები, რომლებიც ე.წ. „საკონსულტაციო“ რეფერენდუმის ჩასატარებლადაა აუცილებელი.

კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენზე განმეორდება 2014 წლის არჩევნებზე დასმული კითხვა: უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა. შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებულია თარიღიც, თუ როდის უნდა გაიმართოს რეფერენდუმი.  ეს თარიღი ამჟამინდელი პარლამენტის  მუშაობისთვის განსაზღვრული ვადის პირველ ნახევარში შეირჩა. ნიკოლა სტერჯენი ამბობს, რომ რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება.

ლონდონი ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვას და საზოგადოებას ახსენებს 2014 წლის შედეგებს, როდესაც 55-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი  გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას. თუმცა როგორც სტერჯენი ამბობს, ახლა პირობები შეიცვალა. შოტლანდიელების 62-მა პროცენტმა მხარი არ დაუჭირა ბრექსიტს და დღეს ევროკავშირის მიღმა დარჩა. სტერჯენს სურს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყოს წარმოდგენილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend