მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს: მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს: მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კვლავ აღნიშნა, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი”, -წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend