მთავარიმსოფლიოNATOიენს სტოლტენბერგი: ნატო გააღრმავებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით

იენს სტოლტენბერგი: ნატო გააღრმავებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით

მადრიდში ნატოს სამიტი გრძელდება. 29 ივნისს ალიანსის ლიდერები სამიტის დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. დეკლარაციაში საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ ნატო საქართველოს შესთავაზებს თანამშრომლობის ახალ  პაკეტს.

დღის შეჯამებისას, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას კითხვაზე საპასუხოდ, მან  თქვა, რომ ნატო გააღრმავებს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

„საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების უფრო ფართო ჩართულობაზე ციფრული უსაფრთხოების თვალსაზრისით და საქართველოში არსებული კრიტიკული ობიექტების უკეთ დაცვაზე. პაკეტი მოიცავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გადამზადებას. თბილისში გაიხსნა წვრთნისა და შეფასების ახალი ცენტრი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკას“, – უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზეც.

„კონკრეტულ თარიღებს არ დავასახელებთ, თუმცა ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების“, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ასევე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend