საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მანამდე კრემლის მიერ მომზადებულმა საინფორმაციო კამპანიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საბჭოთა წარსულისა და ისტორიის სწორად გააზრება.
დღეს თბილისში გაიმართა კონფერენცია, სადაც უახლესი ისტორიის და ტოტალიტარიზმის მკვლევრებმა წარმოადგინეს პოსტ-ტოტალიტარულ სივრცეებში მეხსიერების პოლიტიკის გამოცდილების ანალიზი.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.