ნატოს მადრიდის სამიტი დაიწყო. ამ მოვლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. მადრიდში ახლა მსჯელობენ ნატოს აღმოსავლეთით გაძლიერებაზე და ალიანსის ახალ კონცეფციაზე.
არსებობს მოლოდინი, რომ მადრიდის სამიტი უკრაინისთვის გაძლიერებული არსებითი პაკეტის შეთავაზებაზეც შეთანხმდება და სხვა პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც შესთავაზებს დახმარების ახალ პაკეტებს.
ნატოს გენერალური მდივნის მიერ, წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ალიანსმა ამ სამიტზე ნათლად უნდა განსაზღვროს, რომ მთავარი საფრთხე მათთვის არის რუსეთი.
ინტერვიუ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევართან, თენგიზ ფხალაძესთან