მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უფრო მეტი საჰაერო იარაღის მიწოდებას სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უფრო მეტი საჰაერო იარაღის მიწოდებას სთხოვს

რუსმა სამხედროებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ხარკივი დაბომბეს, ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელმაც ხარკივს დიდი ზიანი მიაყენა. სამი კვირის შემდეგ რუსმა სამხედროებმა პირველად კვირას, 26 ივნისს დაბომბეს უკრაინის დედაქალაქი. ჭურვი კიევში საცხოვრებელ სახლს დაეცა.

მეხანძრეებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. უკრაინის მთავრობის განცხადებით, კვირას, 26 ივნისს კიევის რეგიონის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 14 რაკეტა ისროლეს.

რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებზე შეტევას უარყოფს. მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა ჩრდილოეთ და დასავლეთ უკრაინაში მდებარე სამ სამხედრო ცენტრზე, მათ შორის ერთი-ერთი პოლონეთის საზღვართანაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უფრო მეტი საჰაერო იარაღის მიწოდებას სთხოვს.

“რაკეტების ნაწილის ჩამოყრა შევძელით. მაგრამ მხოლოდ ნაწილის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე და ეფექტიანი, რომელსაც შეუძლია, ასეთი რაკეტებისგან დაგვიცვას. ამის შესახებ ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღე ვსაუბრობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონში, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და მიმდებარე ინდუსტრიულ ზონაში, კვამლის უზარმაზარი ღრუბლები მოჩანს. რეგიონში ბრძოლები გრძელდება, რუსმა სამხედროებმა მეზობელ ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლი დაამყარეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend