მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSUN კვლევა: მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება ბოლო 10 წელში გაიზარდა

UN კვლევა: მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარება ბოლო 10 წელში გაიზარდა

გაერომ წარადგინა ნარკომანიასთან ბრძოლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გასული  ათი წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გაიზარდა.

კვლევის მიხედვით გაიზარდა კოკაინის წარმოების მაჩვენებელიც. 2014 წელს დროებითი დაბალი მაჩვენებლის შემდეგ, წარმოება გაორმაგდა, ამ მხრივ ორი ძირითადი ბაზარია: ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა.

პირველად, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რა განსხვავებაა  მამაკაც და ქალ მომხმარებლებს შორის.

დასკვნა შემაშფოთებელი იყო.

,,ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტი დაბრკოლება აქვთ, ჩაიტარონ მკურნალობა. კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს სხვადასხვა გამოწვევა – ერთ-ერთი მათგანი სტიგმაა“, – განაცხადა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამასთან, მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ნახევარი ქალია, თუმცა ხუთიდან მხოლოდ ერთი მიმართავს მკურნალობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend