მთავარი გადაცემები კუბი „მეტას“ სამეთვალყურეო საბჭომ ფეისბუკიდან წაშლილი პოსტების გამო მილიონზე მეტი საჩივარი მიიღო

„მეტას“ სამეთვალყურეო საბჭომ ფეისბუკიდან წაშლილი პოსტების გამო მილიონზე მეტი საჩივარი მიიღო

„მეტას“ სამეთვალყურეო საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საბჭომ ფეიბუკის და ინსტაგრამის მომხმარებლებისგან მილიონზე მეტი საჩივარი მიიღო.

საჩივრების უმეტესობაში მომხმარებელი კომპანია „მეტას“ მიერ წაშლილი კონტენტის აღდგენას ითხოვდა. წინააღმდეგობრივი პოსტები, რომლებიც ძირითადად გამოქვეყნდა აშშ-ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში, წაშლილი იყო ძალადობის, სიძულვილის გაღვივებისა და ბულინგის მოტივით.

სამეთვალყურეო საბჭომ ანგარიშში გამოაქვეყნა 20 საქმე, რომელთაგან 14-ის შემთხევაში გადაწყვეტილება „მეტას“ წინააღმდეგ მიიღეს.

ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ქალის მკერდის ფოტოს წაშლას, რომელსაც მოჰყვებოდა ინფორმაცია ძუძუს კიბოს შესახებ.

ასევე კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო გარდაცვლილი ბავშვი ტექსტით – სამართლიანია თუ არა შურისძიება ჩინეთის მთავრობის მიმართ, რომელიც რეპრესიებს ახორციელებს უიღურების წინააღმდეგ.

ასევე, დონალდ ტრამპის ტვიტერისა და ფეისბუკის ანგარიშების დაბლოკვის საკითხი კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ. სამეთვალყურეო საბჭომ პირველ ორ შემთხვევაში გააუქმა „მეტას“ გადაწყვეტილება კონტენტის წაშლაზე, თუმცა დაეთანხმა ტრამპის ანგარიშის აკრძალვას.

ასევე პოსტი, რომელიც შეეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას. მომხმარებელი პოსტში იყენებდა დამამცირებელ ტერმინს აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით. სამეთვალყურეო საბჭო დაეთანხმა „მეტას“, რომ ეს იყო სიძულვილის ენით გამოქვეყნებული პოსტი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend