მთავარი საქართველო „სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს

„სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს

„სილქ როუდ ჯგუფი“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას.

ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი.

2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.

ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“ – წერია კომაპნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა თბილისში ბაგებში, წყნეთის გზაზე, 24 ივნისს საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend