ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მაქს ლევინისა და მასთან ერთად მარტში გაუჩინარებული ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
მათი ცხედრები სამი კვირის შემდეგ იპოვეს ტყეში სოფელ ჰუტა-მეჟიჰირსკის მახლობლად, კიევიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში.
მაქს ლევინი ერთ-ერთია იმ რვა ჟურნალისტთაგან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ.
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოაცხადა, რომ გახსნის ოფისს კიევში, რათა უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში ჩართულ პირებთან .