ახალი პლატფორმა, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იმუშავებს. „კომენტარი“- ეს იქნება სივრცე, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პლატფორმის მიზნების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იურისტმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა.