საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე, როგორც ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ტვიტერზე წერს.
„ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს და მზად ვართ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გზამკვლევი ვიყოთ, რათა ქვეყანა ევროპულ ოჯახთან დავაახლოვოთ“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
გუშინ, 23 ივნისი ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.