მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONშარლ მიშელი: გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ

შარლ მიშელი: გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია.

„ეს ევროკავშირისთვის არის გადამწყვეტი მომენტი. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც დღეს ჩვენ გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ. დღეს, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ პროცესი გავააქტიუროთ“, – განაცხადა მიშელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend