მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე დაბრუნების მიზნით იერიში მიიტანეს

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე დაბრუნების მიზნით იერიში მიიტანეს

უკრაინელი სამხედროები  აცხადებენ, რომ მათ განაახლეს იერიში კუნძულ ზმეინის აღების მიზნით. კუნძული მოსკოვმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა.

ეს ადგილი უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც ომის დაწყების დროს გავრცელდა რადიოსაუბარი უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის, რა დროსაც უკრაინელებმა რუსებს ცნობილი ფრაზით უპასუხეს.

უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ  ფეისბუკზე  გამოაქვეყნა პოსტი, რომ მათ კუნძულზე გარკვეულ სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. თუმცა უცნობია, წარმატებით დასრულდა თუ არა ოპერაცია.

ამის საპირისპიროდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ, როგორც თვითონ ამბობენ უკრაინელი სამხედროების კუნძულზე იერიშის შეშლილი მცდელობა აღკვეთეს. მიუხედავად იმისა, რომ დრონები და ჰაუბიცები იყო გამოყენებული.

კუნძული, რომელიც უკრაინისა და რუმინეთის ნაპირებთან ახლოს მდებარეობს, სიმბოლური და  სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ლუჰანსკის გუბერნატორის განცხადებით, ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

რუსეთს, როგორც ჩანს, მთელი თავისი ძალა ჰყავს მობილიზებული,  რომ სევეროდონეცკთან ახლოს ყველა დასახლება აიღოს.

უკრაინელ სამხედროებს გამუდმებით ბომბავენ, რუსეთი კი ძალისხმევას არ იშურებს, რომ სრულად გააკონტროლოს დონბასის რეგიონი. სამშაბათს რუსულმა ძალებმა ფრონტისპირა სოფელი ტოშკივკა დაიკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend