მთავარიკუბიქართული რადიოსადგურების ნაწილი შესაძლოა, დავალიანების გამო გაითიშოს

ქართული რადიოსადგურების ნაწილი შესაძლოა, დავალიანების გამო გაითიშოს

რადიოჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძის თქმით, დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია. მის მიერ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ თუ რადიოსადგურები მიმდინარე დავალიანებას არ დაფარავენ, მათ გათიშვა ემუქრებათ.

მისი თქმით, რადიოკომპანიებს პრობლემები პანდემიამ და სარეკლამო ბაზარზე არსებულმა წნეხმა შეუქმნა.

“განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა. პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ.
დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც აღმოჩნდა გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე”, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პოსტში.
ამ საკითხზე „ევრონიუს ჯორჯიას„ ეთერში რადიოჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend