მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის მონაწილეებს მიმართავს

მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პრეზიდენტმა ასევე სამართალდამცავებს მიმართა, რომ წესრიგი უზრუნველყონ.

„მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend