მთავარიევროპაუკრაინადასავლეთი გრძელვადიანი ომისთვის უნდა ემზადებოდეს, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი

დასავლეთი გრძელვადიანი ომისთვის უნდა ემზადებოდეს, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მრჩევლების შეფასებით, რუსეთს სურს ფრონტის ხაზმა ქალაქ ხარკივზე გადაინაცვლოს.

ნატოს ხელმძღვანელი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მათ, სავარაუდოდ, უკრაინისთვის დახმარების გაწევა დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 თვის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამომცემლობას „ბილდს” განუცხადა, რომ დასავლეთი გრძელვადიანი ომისთვის უნდა ემზადებოდეს.

სტოლტენბერგის აზრით, ნატომ არ უნდა შეაჩეროს უკრაინის დახმარება, რაც არ უნდა დიდი ხარჯის გაწევა მოუწიოს როგორც სამხედრო დახმარებისთვის, ისე ენერგიასა და სურსათზე მომატებული ფასების გამო.

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ახლა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის ხარკივის ფრონტის ხაზად ქცევას ცდილობს.

რამდენიმე საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „ისკანდერის“ რაკეტებით დაბომბეს ხარკივის ტანკების სარემონტო ქარხანა. მათივე თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში განადგურებულია დასავლეთის მიერ მიწოდებული ოცამდე სამხედრო მანქანა.

ამავდროულად, გრძელდება რუსეთის იერიში ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში. ლისიჩანსკის მოსახლეობა იძულებულია, თავი სარდაფებს შეაფაროს, სადაც უმძიმესი პირობებია. ღამით ტემპერატურა ეცემა, შეზღუდულია სასმელ წყალსა და საკვებზე წვდომა. მათ უმეტესობას ქალაქის დატოვება სურს,  თუმცა  შეუჩერებელი დაბომბვის გამო ისინი ამას ვერ ახერხებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend