“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სამი წლის თავზე საზოგადოებას ერთგვარი ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია იმ საქმეების მიმდინარეობაზე, რაც ეხება 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“ მომხდარ მოვლენებს.
„საიას“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პროკურატურა და სასამართლო მაქსიმალურად აჭიანურებს საქმეების გამოძიებას და დაშავებული მოქალაქეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.
“ჩვენი ორგანიზაცია 30 ადამიანის უფლებებს იცავს 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეში. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ – სისხლის სამართლის საქმეები, ადმინისტრაციული მიმართულებით ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარეობს და სტრასბურგის სასამართლოში. მხოლოდ ერთი პოლიციელის მიმართ მოხდა ბრალის წაყენება. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად გამოძიება გაჭიანურებულია. არანაიარად არ არის ეფექტური. ასეთივე სეფასება გვაქვს სასამართლო სხდომებთან მიმართებაშიც“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
„საიას“ ადვოკატების განცხადებით, ორგანიზაცია სულ 30-მდე პირის უფლებებს იცავს. აქედან 22 საქმე სტრასბურგშია, 15-ის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სულ „საიას“ საქმეებიდან სახელწმიფოს მიერ 10-ია დაზარალებულად ცნობილი. 7 მოქალაქის მიმართ კი ორგანიზაცია სახელმწიფოსგან სარჩოს დანიშვნას ითხოვს.
„მას სემდეგ, რაც 22 პირის სარჩელი გავაგზავნეთ სტრასბურგის სასამართლოში, რამდნეიმე პირს პროკურატურამ დამატებით მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, რასაც მანამდე არ აკეთებდა. სულ ხუთ ჟურნალისტს მიენიჭა ეს სტატუსი. საერთო ჯამში კი, ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფი 30-მდე პირიდან ეს სტატუსი 10-ს აქვს მინიჭებული. სასამართლო სხდომები კვლავ დაუსრულებლად მიმდინარეობს. არის მკვეთრად გაჭიანურებული. ფაქტობრივად, სამი წლის თავზე ფაქტის მოხდენიდან, არც ერთი საქმე არ გვაქვს დასრულებული. რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება“, – განაცხადა „საიას“ ადვოკატმა ბექა თაკალანძემ.
სამი წლის წინ, თბილისში პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია დაიწყო.
მოქალაქეების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღშფოთება, საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ქმედებას მოჰყვა. მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა.
საღამოს პარლამენტის წინ მოქალაქეებმა საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს.
პარალელურად კი მთავრობას თავიანთი მოთხოვნები წარუდგინეს. მათ შორის იყო მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა. მოგვიანებით, მშვიდობიანი აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ხელისუფლებამ აქციის დაშლა დაიწყო, რა დროსაც ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, 240-მდე პირი კი სხვადასხვა ხასისხის დაზიანებებით დაშავდა.
პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან მეორე დღეს გადადგა.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თვამჯდომარის ნიკა მელიას დაპატუიმრება მოყვა. ის ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
გამოძიება და სასამართლო სხდომები ამ დრომდე მიმდინარეობს.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენები არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად მოხსენიებული.
ალეკო გვეტაძე