რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, რამაც ევროპაში ინფლაცია გამოიწვია. საბერძნეთში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვზე ავიდა. საბერძნეთის თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიაზე გადასახადის გაზრდას აპროტესტებს. აქცია გაიმართა ათენის გარეუბან ჰაიდარიშიც.
„ჰაიდარიში ამ დროისთვის 200 სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 1200 ოჯახს საკმარისი საკვები არ აქვს. თითქოს შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ”! – ამბობს აქტივისტი ფოტისი.
ცხელი სუპი, სადილი… ათენის ღარიბ უბნებში კვლავ გაიხსნა სოციალური სამზარეულოები. სამზარეულოს დამფუძნებელი, კოსტასი ამბობს, რომ ინფლაცია ყველაზე მედატ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აზარალებს.
„დედაჩემის პენსია მხოლოდ 288 ევროა. 250 ევროს კი ქირაში იხდის. გარდა ამისა, ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და წამლების გადასახადებიც გვაქვს”, – ამბობს კოსტას პოლიქრონოპულოსი.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ამჟამინდელი ინფლაცია ყველაზე მძიმედ გადასატანია საბერძნეთისთვის. მაისში ინფლაციამ თერთმეტ პროცენტს გადააჭარბა, რამაც ფერმერებიც დააზარალა.
კუნძულ ნაქსოსზე ფერმერთა გაერთიანებაში 1200 ფერმერია გაწევრიანებული. გაერთიანების პრეზიდენტის განცხადებით, თუ მათ ათენიდან ან ბრიუსელიდან დამატებითი დახმარება არ მიიღეს, 150 ფერმერს მეურნეობის შეწყვეტა მოუწევს.
„ინფლაციამდე ცხოველებისთვის წყლის მიწოდება ან მინდვრების ირიგაცია საათში 7-8 ევრო ჯდებოდა. ახლა ამაში 28-30 ევროს ვიხდით. ერთ ტონა სასუქს 300 ევროდ ვყიდულობდით, თუმცა ახლა ეს 1000 ევრო გვიჯდება”, – ამბობს ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტმა დიმიტრის კაპუნისმა.
კრიზისი რეალურ საფრთხედ იქცა. ბოლო დროს 300-ზე მეტი ძროხა და 30000 თხა და ცხვარი დახოცეს.
აქაურობა ცხოველების საკვებით იყო სავსე. ახლა აღარაფერია. ახალი საკვების ყიდვაა საჭირო. მაგრამ ფასები იზრდება.
ფერმერებმა არ იციან, ცხოველების საკვების შესაძენად საიდან მოიძიონ დამატებითი ფინანსები.