მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი: “დღევანდელი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას"

ჯოზეფ ბორელი: “დღევანდელი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას”

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, – ასე ეხმაურება ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას.

ბორელი საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ პოსტს ქართულად აქვეყნებს.

ბორელის თქმით, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

“საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის – დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას”, – წერს ჯოზეფ ბორელი.

.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend