მთავარიბრიუსელის ბიუროევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულების რეკომენდაციას აძლევს

ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულების რეკომენდაციას აძლევს

ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა დღეს, 17 ივნისის გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვს. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად დასახავს აუცილებელ რეფორმებს, სადაც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვა ამ სიტყვებით დაასრულა “უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მათ იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში.”

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend